ფეხბურთი

18:38 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” უილსონსა და კრესველს უმიზნებს

“ლივერპული” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ვესტ ჰემის” მარცხენა მცველის აარონ კრესველის და “ბორნმუთის” თავდამსხმელის კალუმ უილსონის დამატებას შეეცდება – იუწყება ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun.

26 წლის კრესველი მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება. ის დაცვაშიც ძალიან საიმედოა და შეტევაშიც ეფექტურად ერთვება. აარონმა პრემიერლიგის ამ სეზონში “ჩაქუჩების” მაისური 33-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიიითვალა. მას “ვესტ ჰემთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და 7.5 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

24 წლის უილსონმა სეზონი მშვენივრად დაიწყო და 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა. მას “ბორნმუთთან” ხელშეკრულება 2019 წლამდე აქვს გაფორმებული და 5.25 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.138882