ფეხბურთი

17:10 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების სემინარს სფფ-ს წარმომადგელები დაესწრნენ

12-14 აპრილს, სლოვენიის ქ.ლუბლიანაში ჩატარდა უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების სემინარი. სემინარზე მიწვეულნი იყვნენ უეფას წევრი ასოციაციების წარმომადგენლები 54 ქვეყნიდან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სემინარს დაესწრნენ სამოყვარულო ფებურთის განყოფილების უფროსი, გიორგი ახვლედიანი და რეგიონული და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების განყოფილების უფროსი, გოჩა თამაზაშვილი. სემინარზე განხილული იყო უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების პროექტი GROW2020. ასევე, სხვადასხვა ფედერაციების წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილებს თავიანთი ქვეყნების მაგალითები გაუზიარეს.

„უეფას მუშაობა, გაზარდოს წევრი ასოციაციების ჩართულობა მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში, ძალიან მნიშნელოვანია. ამ ტიპის სემინარები და ცოდნის გაზიარების პრაქტიკა არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობა წამოვწიოთ წინა პლანზე. ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ და დავნერგავთ GROW2020-ს ფარგლებში არსებულ პროექტებს და განვაგრძობთ უეფასთან მჭიდრო თანამშრომლობას“, - გიორგი ახვლედიანი.

პროექტის ფარგლებში მაისის ბოლოს იგეგმება უეფას წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში.

სფფ-ს პრესსამსახური

0.125566