თამაშგარე

13:05 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაირა ნარამ “ფრთები” გაშალა

ერთ დროს დიეგო ფორლანის სატრფო, შემდეგ კი თავისუფლად მონავარდე ცნობილი ესპანელი მოდელი, ზაირა ნარა ორ მეგობართან ერთად, ამერიკაში დიდ სამოგზაურო ტურში ყოფილა და როგორც ჩვენთან იციან ხოლმე თქმა, თურმე ზაირამ და მისმა “დაქალოჩკებმა” თავზე დაიმხეს ყველაფერი...

როგორი ამბვია? სამი ერთმანეთზე უკეთესი ლამაზმანი როცა ჩავა “ახალ კონტინენტზე” და იქაურ ლამაზმანებს კიდევ უფრო მეტად გაამშვენიერებს. ბევრი კოქტეილი, აუზში ჭყუმპალაობა, ტყეში მდელოზე წამოდრანგვა და სტეიკების ხრამუნი – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ზარიამ და მისმა დაქალებმა შეირგეს.

როგორც ესპანური ბულვარული მედია გვაუწყებს, კაი ერთ წელზე მეტია, რაც ზაირა ნარას მუდმივი გულისსწორი აღარ ჰყავს და ამ ბოლო დროს იგი მთელს თავისუფალ დროს გართობასა და ხვანცალში ატარებს. ვითომ რატომაც არა? მე თქვენ გეტყვით და მრიცხველი დაუწერს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096354