ლონდონის “არსენალმა” ბოლო 24 წლის განმავლობაში, ანუ, იმ დროში, რაც პრემიერლიგა არსებობს, ამ ტურნირში მეხუთასე გამარჯვება იზეიმა. საიუბილეო რიცხვს არსენ ვენგერის გუნდმა გუშინ “ვესტ ბრომვიჩთან” უწია (2:0).
“არსენალს” ზემოხსენებულ 24 წელიწადში ყველაზე მეტჯერ ლივერპულის “ევერტონი” ჰყავს დამარცხებული (29-ჯერ). შემდეგ მოდიან “ვესტ ჰემი”, “ასტონ ვილა” და “ნიუკასლი”, 25-25-ჯერ.
აღსანიშნავია, რომ “მეთოფეებმა” თამაშების 86% არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით მოიგეს, რომელიც გუნდს 1996 წლიდან მოყოლებული უდგას სათავეში.
500 მოგებიდან თითქმის სამასი ლონდონში გამართულ მატჩებზე მოდის: 171 გამარჯვება “ჰაიბერზე” და 123 “ემირეიტს სტედიუმზე”, სადაც “არსენალი” 2006 წლიდან მოყოლებული თამაშობს.