ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც სხვებთან ერთად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენიც მონაწილეობს, მესამე ტურის პარტიები გათამაშდა.
2,5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში კარლსენი იმყოფება. მას 0,5-0,5 ქულით ჩამორჩებიან და მეორე-მესამე ადგილებს მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი ( საფრანგეთი) და ვლადიმერ კრამნიკი ( რუსეთი) ინაწილებენ.
მეოთხე ტურში შავებით მოთამაშე კარლსენის მეტოქე ლი ჩაო ( ჩინეთი) იქნება.