საინტერესოდ მიმდინარეობს აშშ-ს ჩემპიონატი მოჭადრაკე ვაჟთა შორის, რომელშიც ყველა წამყვანმა მოჭადრაკემ მოიყარა თავი. მათ შორის აღსანიშნავია ეროვნული ნაკრების წევრების ფაბიანო კარუანას, ჰიკარუ ნაკამურას, უესლი სოს მონაწილეობა.
ტურნირი 12 მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელიც ერთ წრედ , 11 ტურად ტარდება. ასპარეზობამ ეკვატორი გადალახა. 6 ტურის შემდეგ ხუთი ქულით კარუანა ლიდერობს, რომელსაც სო ნახევარი ქულით ჩამორჩება.