უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეთ ბეილმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ინფორმაციას "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
26 წლის ფეხბურთელმა "ვილიარეალთა" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მოსალოდნელია, რომ უელსელი 23 აპრილს "რაიოსთან" სტუმრად გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
ბეილს სეზონის თითქმის ნახევარი ტრავმიანობის გამო გაუცდა. მიმდინარე სათამაშო წელს გარეთმა მხოლოდ 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლო დროს რატომღაც აითვალწინა ცეცაძემ, სათადარიგოზე იჯდა ხოლმე. არადა დასაკარგი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.