"ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი "სუონსიში" დაბრუნდება. ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს. ირლანდიელი სპეციალისტი ყოფილ კლუბში მუშაობის გასაგრძელებლად მზადაა, ოღონდ საკუთარი პირობები აქვს. ბრენდანს სურს, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელების შესაძენად ფული გამოყოს.
როჯერსი "სუონსიში" 2010-დან 2012 წლამდე მუშაობდა და უელსურ გუნდს პრემიერლიგის საგზური მოაპოვებინა. ამ დროისთვის "გედებს" ფრანჩესკო გვიდოლინი წვრთნის. გუნდი პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 40 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდ ზონასთან მყოფ "სანდერლენდს" 10 ქულით უსწრებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლაც, ცუდი დროება უდგას ვალენსიას.
ნევილს რატო არ აგდებენ ეგ ვითომ ცოდნე გარედან კი ექსპერტობდა და შიგნით კი ჩაისვარა