ფეხბურთი

19:37 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ "ბარსელონას" ვარჯიში გამოტოვა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გუნდის ვარჯიში გამოტოვა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა "დეპორტივოსთან" მოგებული (8:0) მატჩის დროს კოჭი დაიზიანა. ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე ცნობილი არაა.

მიმდინარე სეზონში ლიონელმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და 20-ჯერ თანაგუნდელებს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10939