ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს პლეი-ოფში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გადაასწრო. ჯეიმსმა პლეი-ოფის 180-ე შეხვედრა გამთენიისას “დეტროიტთან” (107:90) ჩაატარა. “მეფემ” ამ მაჩვენებლით მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.
ლებრონის მორიგ სამიზნეს ჯონ სტოკტონის (182), ბრაიანს სკოტის (183), რობერტ პერიშის (184) და მანუ ჯინობილის (189) შედეგები წარმოადგენს.
ნბა-ს ისტორიაში პლეი-ოფებში ყველაზე მეტი 259 მატჩი დერეკ ფიშერს აქვს ჩატარებული.