კალათბურთი

14:33 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მინესოტას” ტიბოდო უთავკაცებს

“მინესოტა ტიმბერვულვზმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის და პრეზიდენტის თანამდებობაზე ტომ ტიბოდო დაამტკიცა. ცნობილი გახდა ისიც, რომ “მგლების” გენერალური მენეჯერი სკოტ ლეიდენი გახდება.

შეგახსენებთ, რომ 58 წლის ტიბოდოს ნბა-ს კლუბებში მუშაობის 37-წლიანი გამოცდილება გააჩნია, თუმცა კი, მთავარი მწვრთნელის რანგში მხოლოდ 2010-2015 წლებში, “ჩიკაგო ბულსში” მოღვაწეობდა.

ტომმა “მინესოტას” თავკაცის პოსტზე სემ მიტჩელი შეცვალა, რომლის ხელშიც გუნდმა სეზონი 29 მოგებით და 53 მარცხით დაასრულა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა.

0.119322