ფეხბურთი

13:11 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი ღელავს, რონალდუ გამოკვლევის პასუხს ელის

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, “ვილიარეალთან” ლა ლიგის გუშინდელი მატჩის (3:0) მიწურულს მიღებული ტრავმის გამო, თავის გუნდს შესაძლოა უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმაროს. პორტუგალიელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აწუხებს და სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს რამდენხანს მოუწევს უქმობა.

“რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი იმედოვნებს, რომ კრიშტიანუს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება, თუმცა ამავდროულად, საკუთარ თავს ადანაშაულებს იმის გამო, რომ ფეხბურთელს პერიოდულად დასვენების საშუალებას ვერ აძლევს.

“რონალდუს მხოლოდ გოლები არ გააქვს, ის მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებს და სწორედ ამით იმსახურებს დიდ აღიარებას. იმედი მაქვს, ტრავმა სერიოზული არ იქნება. ზოგჯერ საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ რონალდუს ადრე არ ვცვლი, დროდადრო დასვენება მასაც სჭირდება” - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.

0.154142