თამაშგარე

12:06 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძველი და დაუვიწყარი ტრფობა

ჰოლივუდის ცნობილი მსახობი, ერთ დროს ლეგენდად სახელდებული სანდრა ბალოკი ვინ არ იცის? ამ ქალის ფილმებზეა გაზრდილი დედამიწის ორივე ნახევარსფეროს მოსახლეობა. ჰოდა, ამასწინათ ამ სანდრა ბალოკს უთქვამს, ახალგაზრდობაში ერთ-ერთ ცნობილ ამერიკელ კალათბურთელს ვყვარობდი და ეს ამბავი დღემდე საიდუმლოდ მაქვს გულში ჩამარხულიო.

ახლა სხედან ამერიკის ბულვარული პრესის წარმომადგენლები და მსჯელობენ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ბედნიერი, კალათებში ბურთების ჩამყრელი, რომელთანაც ბალოკისთანა ქალს ახალგაზრდობაში რომანი ჰქონდა და თან ახლა ამ რომანს ჰოლივუდის ლეგენდა ისე იხსენებს, როგორც ედუარდ კოკოითი თავის “პრეზიდენტობას”.

არავინ იცის, თუ რატომ მალავდა ბალოკი თავის ძველ ტრფობას. ჰოლივუდის მსახიობისათვის ხომ სასიყვარულო სივრცე თავისუფალია ვითარცა ავტობანი. უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ პერიოდში სანდრა ბალოკს ოფიციალურად ჰქონდა მავანთან ურთიერთობა და აბა ამ დროს საიდუმლო ტრფობის გამხელას ეხუმრებით?...

0.116249