ბათუმში დაწყებულ მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპზე პირველი ტურის პარტიები შედგა, რომელიც ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარმატებული გამოდგა. ლელა ჯავახიშვილმა რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა და ნანა ძაგნიძემ კი ყაიმი გააფორმეს.
აღსანიშნავია, რომ 6 პარტიიდან გამარჯვებული მხოლოდ ორში გამოვლინდა. ჯავახიშვილის გარდა, გამარჯვება ოლგა გირიამ იზეიმა, რომელმაც თანამემამულე ვალენტინა გუნინა შავი ფიგურებით დაჯაბნა.
მე-2 ტურში, რომელიც 21 აპრილს შედგება, კიდევ ერთ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ: საწყისი დღის შემდეგ გალიდერებული ჯავახიშვილი ხოტენაშვილს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ძაგნიძეს, ის ძალებს უკრაინელ ანა მუზიჩუკთან მოსინჯავს.
მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი. ბათუმი (საქართველო), 19 აპრილი-3 მაისი
I ტური
ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557) 1:0
ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535) 0.5:0.5
ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) – მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561) 0.5:0.5
ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445) 0.5:0.5
ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) – ოლგა გირია (რუსეთი, 2442) 0:1
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) – ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) 0.5:0.5
II ტური
კოსტენიუკი – ბაციაშვილი
გირია – ჟაო
დანიელიანი – გუნინა
მ.მუზიჩუკი – სკრიპჩენკო
ძაგნიძე – ა.მუზიჩუკი
ჯავახიშვილი – ხოტენაშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ გაუმართლა ა
ეჰ მემგონი დაასრულა ამან კარიერა
მომდევნო ზაფხულს დემბელეში სიტიმ შეიძლება 100 მილიონი გადაიხადოსო და ეგ თუ სიმართლეა ფრენით უნდა გაატანოს ბარსამ.კოუტინიოც მოსაშორებელია,ბავარიაშიც ვერ ათამაშდა ეგ ჩემისა,თუ ბავარია არ გამოისყიდდა სხვას რომ მაინც ეყიდა 100 მილიონად მაინც.მოკლედ ცოტა სარფიანად მოსაშორებელია ეგ 2 ზარალი რომელიც ძაან დიდი ფული დაუჯდა გუნდს.სუარესიც დიდი ალბათობით დაადგება ამერიკის გზას მომდევნო ზაფხულს.მესი-გრიზმანი-მანეს ტრიოს შეკვრაზე უნდა დაჩალიჩდეს ბარსა.ფატი-პერესი სკამზე რომლებიც გაისად საგრძნობლად უკეთესები იქნებიან ვიდრე დღეს არიან.ლაუტარო კი კარგი ბიჭია მაგრამ ზედმეტია უკვე და ლაუტაროზე მეტად მარცხენა ვინგერი ჭირდება დღეს ბარსას.მიტომ არის მესის რომ გაძვრა ენა მანეს ქებით.ერთგვარი ნამიოკია კლუბის ხელმძღვანელობითვის მანეზე რომ იჩალიჩონ.მოკლედ სუარესი-დემბელე-კოუტინიო ნაცვლად მანე,მეტი არავინ ჭირდება ბარსას შეტევაში
ვერ დაიწყო კარგად აზარის მადრიდული კარიერა,მიუხედავად ამისა რეალი მაინც ძლიერი გუნდია წელს და არ იქნება მარტივი კლასიკოს მოგება.თუმცა მთავარია მესი იყოს ხასიათზე და უცებ მოუყომარებს მადრიდს)))))