ჩოგბურთი

0:30 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ სტამბულის ტურნირის პირველი წრე დასძლია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) პირველ რაუნდში ქართველმა სოფო შაფათავამ და რუსმა მარინა მელნიკოვამ რუმინელებს - ელენა ბოგდანს და კრისტინა დინუს 6:0, 6:1 სძლიეს.

შედეგად, სოფომ და მარინამ მეოთხედფინალში გააღწიეს და 60-60 სარეიტინგო ქულა მიიღეს, მომდევნო რაუნდში კი მე-3 განთესვის მქონე შვეიცარიულ-ჩერნოგორიულ წყვილს (კნოლი-კოვინიჩი) ეთამაშებიან.

მეოთხედფინალში გამოეთიშა ტურნირს ოქსანა კალაშნიკოვა, რომელსაც შვედ იოჰანა ლარსონთან ერთად, მე-2 განთესვა გააჩნდა. ეს დუეტი ესპანურ-ჩეხურ ტანდემთან (პოუს-ტიო/ვორაცოვა) 3:6, 2:6 დამარცხდა.

ცნობისთვის, საწყის წრეში პოუს ტიომ და ვორაცოვამ ეკატერინე გორგოძეს და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას 6:1, 6:0 მოუგეს.

0.120738