საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს თბილისის “ვიტ ჯორჯია” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
შეხვედრა გარდამავალი სცენარით მიმდინარეობდა – ჯერ სტუმრები იგებდნენ, მერე მასპინძლები, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ფრე დაფიქსირდა.
“მცხეთა პარკზე” გამართულ მატჩში ანგარიში ლუის ალბერტომ 26-ე წუთზე გახნსა, ზედ ტაიმის ბოლოს კი “ვიტელებმა” წონასწორობა აღადგინეს. თავი გიორგი ვაზაგაშვილმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის დაწყება და “ვეტერინართა” გოლი ერთი გახლდათ. თუმცა, “სიონმა” თამაშის გადარჩენა და საპასუხო მატჩის წინ სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც შეძლო: 77-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა – 2:2.
ამ გუნდთა განმეორებით შეხვედრას 5 მაისს, ბოლნისი უმასპინძლებს. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, თბილისის “დინამოსა” და საჩხერის “ჩიხურას” თამაში ამ წუთებში მიმდინარეობს.