თბილისის “ვითას”, რომელიც დღეს, ვთბ-ლიგის დასკვნით ტურში სარატოვის “ავტოდორთან” სათამაშოდ არ გამოცხადდა, ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ქართულმა კლუბმა ვთბ-ლიგის ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი გახლდათ, რომ შემადგენლობაში მინიმალური რაოდენობის მოთამაშეთა არყოლის და ფინანსური პრობლემების გამო, სარატოვში ჩასვლას ვერ ახერხებდა.
ვთბ-ლიგის დირექტორატმა თბილისელთა მიმართვა განიხილა და ტურნირის რეგლამენტის თანახმად, “ვითას” კალენდარულ მატჩზე გამოუცხადებლობისთვის 0:20 წაგება ჩაეთვალა. ამგვარად, ქართულმა კლუბმა ასპარეზობა 1 მოგებით და 29 მარცხით დაასრულა და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ვთბ-ლიგის მიღმა დარჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე უფრო ნაკრებში მაინტერესებს მისი გამოსვლა
იმედია ნაკრებშიც ესე გამოვა
მკაია ბითაძე რომ იხოდება
15 ქულა
დღეს ორმაგი დუბლი დადო. . .25 ქულა 11 მოხსნა
დაახლოებით 10 წელია ლიგაში ქულების დაგროვება გაცილებით მარტივი გახდა და მაინც ვერავინ შეძლო მჯ კარიერის საშუალო დაემხო . Ყველაფერს თავი დავანებოთ ( როგორ დავანებოთ ) და მხოლოდ მაგიტომაც არის ულაპრაკოდ ყველა დროის საუკეთესო . Ტიპმა ისეთ ეპოქაში დააგროვა 30 საშუალო სადაც 100+ ქულა არ იყრებოდა საშუალოდ
სასიამოვნოა ბითაძის სტატისტიკა , მაგრამ ამ ორლანდოში ერთედერთი დაცვითი ფუნქციების გამო უნდა მიიღოს დრო და ისევ ბევრი ლაფსუსი აქვს
ძალიან მაღალი დონეა ამერიკაში! ევროპული კალათბურთი ამათთან შედარებით ნუ რავი ...
ბითაძე ნელნელა უმატებს