ფეხბურთი

17:19 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი: “აიაქსში” სიამოვნებით ვითამაშებდი”

არნემის “ვიტესის” ქართველი ლეგიონერის ვაკო ყაზაიშვილის სურვილი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. როგორც მან ჰოლანდიურ მედიას განუცხადა, სიამოვნებით ითამაშებდა ამსტერდამის “აიაქსშიც”.

“არ ვიცი, ვინ მოიგებს ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულს, მაგრამ მირჩევნია ეს “აიაქსი” იყოს, რადგან გაცილებით დიდი გუნდია. ვფიქრობ, სწორედ ის გახდება ჩემპიონი. ვითამაშებდი თუ არა ამ გუნდში? – რა თქმა უნდა.

მომავალში რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ მინდა საბოლოოდ გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში ვითამაშო. ჩემი მთავარი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია”, - ციტირებს ყაზაიშვილის სიტყვებს vitesseinside.nl.

ამასთან, ქართველმა ფეხბურთელმა “პსვ ეინდჰოვენთან” (0:2) გუშინდელი მატჩის შესახებაც ისაუბრა:

“შესვენების შემდეგ კარგად ვითამაშეთ,პირველი მომენტიც ჩვენ გვქონდა. პსვ ჩვენს შეცდომებს ელოდებოდა და ჩვენც დავუშვით. სწორედ ამით ისარგებლეს”, - თქვა ქართველმა შემტევმა.

ყაზიაშვილი “ვიტესში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს და დღემდე ჰოლანდიის ერედივიზიონის 104 თამაშში 26 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში იგი არნემელთა საუკეთესო ბომბარდირია: 31 მატჩი, 10 გოლი. შედეგიანობის მხრივ საუკეთესო შედეგი შარშან აჩვენა, როცა მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.

23 წლის ყაზაიშვილს “ვიტესთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.111975