ფეხბურთი

13:04 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ "დორტმუნდის" ბაზაზე შენიშნეს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ევერტონის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "დორტმუნდის" ბაზაზე შენიშნეს. ინფორმაციას Sky Sport Germany ავრცელებს.

ცნობილია, რომ გერმანელებს 22 წლის ფორვარდის შეძენა სურთ და მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ. ინგლისელები კი ფეხბურთელის დათმობას მხოლოდ 65 მილიონად აპირებენ.

მიმდინარე სეზონში რომელუმ 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116727