საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ "ლორიენი" სტუმრად 1:0 (VIDEO) დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ანხელ დი მარის გადაცემის შემდეგ გაიტანა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ლიგა 2-ის გუნდი "სოშო" შინ "მარსელს" მიიღებს. შეხვედრა 20 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"პარი სენ ჟერმენი" თასის მოქმედი ჩემპიონია. გასულ სეზონში ლორან ბლანის შეგირდებმა გადამწყვეტ მატჩში "ოსერი" 1:0 დაამარცხეს.