მავანი შხვართი ასული მთელს მსოფლიოში პოპულარული თურმე შეიძლება არამხოლოდ ამათუიმ ცნობილი ფეხბურთელის სატრფოს, ანდა მეუღლის სტატუსით გახდეს. პოპულარობისაკენ მიმავალ რთულ და ეკლიან გზაზე გოგონას თურმე შეიძლება ცნობილი ფეხბურთელის ბიძაშვილობაც კი დაეხმაროს.
მაგალითად, ბოლო დროს ნამეტანავად დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ესპანელი გოლკიპერის, იკერ კასილიასის ბიძაშვილმა, ალბა კასილიასმა, რომელმაც “ფეისბუკში” თავისი თამამი ფოტოები გამოფინა და როდესაც ხალხმა შეიტყო რომ იგი იკერის ბიძაშვილი იყო, ილბას პერსონით “ყვითელი” გამოცემებიც დაინტერესდნენ.
ალბა კასილიასი აქამდე მოდელის ხელობას არ ფლობდა, მაგრამ კოხტად გავლა-გამოვლაში დიდი ნიჭი გამოუვლენია და ფოტოკამერის წინაც ისე მშვენივრად უპოზიორია, ბევრ ცნობილ ფოტომოდელს რომ შეშურდება. მოკლედ, ნამეტნავად მაღვალაკი ვინმე გამოდგა ეს ალბა კასილიასი. თქვენ იკერის ბიძაშვილი ეძახეთ და...