ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკულ სავანაში მიმდინარე 50-ათასიან ჩელენჯერს პირველივე წრეში გამოეთიშა.
მე-5 ნომრად განთესილი ბასილაშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ნიკოლას ხარისთან (ჩილე) 6:7 (4:7), 2:6 დამარცხდა.
ახლა, ნიკოლოზი წყვილთა შეჯიბრზე გადაერთვება. ის ვენესუელელ ლუის დავიდ მარტინესთან გახლავთ შეამხანაგებული და მერვედფინალში პირველი რეიტინგის მქონე ამერიკულ-ჩილურ დუეტს (დენის ნოვიკოვი-ხულიო პერალტა) გაეჯიბრება.