ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი, შესაძლოა, ბერლინის “ალბას” თავკაცადაც დაინიშნოს.
შეგახსენებთ, რომ ბაგატსკისი 2011 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე “სოხუმს” წვრთნიდა, შემდეგ უკრაინაში “კრივბასბასკეტსა” და “ბუდიველნიკში” იმუშავა, 2014 წლიდან მოყოლებული კი რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდს” უდგას სათავეში, რომელთან კონტრაქტიც მიმდინარე სეზონის ბოლოს უსრულდება.
ცნობისთვის, “ალბა”, რომელსაც სერბი საშა ობრადოვიჩი წვრთნის, არცთუ კარგ მდგომარეობაში იმყოფება. გერმანიის ჩემპიონატის ერთ-ერთი გრანდი სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეექვსეა და 30 მატჩის შემდეგ, პირველ ადგილზე მყოფ “ბროზე ბასკეტს” უკვე 14 ქულით ჩამორჩება.