იტალიური “პალერმოს” პრეზიდენტმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მაურისიო ძამპარინის თქმით, 2010 წელს “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის შეძენა სურდა, მან რობერტო მანჩინის კავანის შეძენა ურჩია, თუმცა ინგლისური გუნდის მწვრთნელმა ურუგვაელს ბალოტელი ამჯობინა.
“მხარს ვუჭერდი კავანის “სიტიში” გადასვლას, თუმცა მანჩინიმ ბალოტელი ამჯობინა. რობერტოს ვუთხარი, რომ არ მესმოდა მისი, რადგან ვფიქრობდი კავანი გაცილებით უკეთესი ვარიანტი იყო”, – აღნიშნა ძამპარინიმ იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანჩესტერულ კლუბში რობერტო მანჩინისა და ბალოტელის ურთიერთობას სირთულეები ახლდა. მათ შორის არსებული კონფლიქტები ზოგჯერ სახალისო ფორმასაც იღებდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი წინასასეზონო შეკრების დროს მოხდა, როცა მეკარესთან ერთი-ერთზე გასული იტალიელი ფორვარდი ქუსლით ცდილობდა გოლის გატანას.