ჭადრაკი

21:31 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოჯუამ და ტერელაძემ თურქეთში იმარჯვეს

თურქეთის ქალაქ ორდუში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ღია ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა დავით ჯოჯუამ (2583) და სოფიკო ტერელაძემ (2138).

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯოჯუამ საუკეთესო შედეგი ვაჟთა შორის აჩვენა, ხოლო ქალებში პირველ ადგილზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ტერელაძე გავიდა.

დავითმა 7-დან 6 ქულით მოაგროვა და ერთპიროვნულად იმარჯვა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და მეორე-მეთერთმეტე ადგილოსანთა შორის მოხვდნენ თორნიკე სანიკიძე (2534) და დავით ბენიძე (2468). დამატებითი მაჩვენებლებით, სანიკიძე მე-9 გახლდათ, ბენიძე კი – მე-11.

რაც შეეხება ტერელაძეს, მან 5 ქულა მოაგროვა და ქალთა შორის პირველობისთვის ბრძოლაში თურქ დოღან სევალს (1839) დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო. საერთო ჩათვლაში, სოფიკო მე-20 პოზიციაზე გავიდა.

0.12804