ქართველმა ჩოგბურთელებმა ალექსანდრე მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის პირველი წრე დასძლიეს და მერვედფინალში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.
მე-3 ნომრად განთესილმა მეტრეველმა “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახი ალექსეი კედრიუკი იოლად – 6:0, 6:1 დაამარცხა, ხოლო ცივაძემ, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, რუს ანტონ გალკინს სძლია – 5:7, 6:2, 6:2.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში მე-2 განთესვის მქონე მეტრეველი და რუსი მარკოს კალოველონისი მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც სლოვაკ ალექს მოლჩანს და რუს ალექსანდერ ვასილენკოს ეთამაშებიან.