კალათბურთი

20:27 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთხეულის ბოლო წევრის ვინაობა 22 აპრილს გაირკვევა

კალათბურთში "ა" ლიგის ბოლო მეთხუთმეტე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სეუ და "ვინგსი" დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა რომ "ვინგსი" ბოლო ადგილზეა, მოგება ორივე გუნდს სჭირდებოდა: სეუ-ს პირველ ოთხეულში მოსახვედრად, ხოლო "ვინგსს" - პირველი გამარჯვების დასაფიქსირებლად.

შეხვედრა "ვინგსის" უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი მეოთხედი 7 ქულის სხვაობით - 29:22 მოიგო. მეორე მეოთხედში სეუ-მ ანგარიში ჯერ გაათანაბრა და შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა. მომდევნო მეოთხედებმაც სეუ-ს უპირატესობით ჩაიარა, ამ გუნდმა 99:78 მოიგო და პირველ ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. რაც შეეხება "ვინგსს", მან ჩემპიონატი ისე დაასრულა, რომ ერთი მატჩიც არ მოუგია.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი სეუ-ს ლეგიონერმა ფოუსეინ კამარამ აჩვენა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა. 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა არჩილ პულუზაშვილმა შეასრულა. "ვინგსის" შემადგენლობაში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ირაკლი გაბისონია იყო. 10 ქულითა 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი რევაზაშვილმა გაიფორმა.

"ა" ლიგის პირველ ოთხეულში ადგილები განაღდებული აქვთ ვითას, "წყალტუბოს" და იმ გუნდს, რომელიც უმაღლეს ლიგას დატოვებს. რაც შეეხება მეოთხე წევრს, მისი ვინაობა "წყალტუბო" - თსუ-ს მატჩის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ეს შეხვედრა 22 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.

სეუ - "ვინგსი" 99:78 (22:29, 22:13, 24:19, 21:17)

თეგებისეუვინგსი
0.118893