ტურინის “ოლიმპიური სტადიონი”, რომელზეც ამჟამად საშინაო თამაშებს “ტორინო” ატარებს, სახელწოდებას შეცვლის. “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მას ამიერიდან “გრანდე ტორინო” ეწოდება. მოგეხსენებათ, 40-იან წლებში “ტორინომ” იტალიის ჩემპიონატი მიჯრით ხუთჯერ მოიგო და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავდა, რომლის წევრებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.
აღნიშნულ გუნდს ქომაგებმა “დიდი ტორინო” შეარქვეს და სტადიონსაც ახალი სახელი სწორედ ამის მიხედვით შეურჩიეს.