ფეხბურთი

15:42 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "პაოკი ყველაზე რეალური იყო"

თემურ ქეცბაიამ ბერძნულ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ადრე არაერთხელ ჰქონდა ბერძნული პაოკ-ის მწვრთნელობის შანსი. ეს იმ დროს, სანამ კვიპროსულ აპოელს ჩაიბარებდა.

"პაოკ-თან მოლაპარაკებები მქონდა და თანაც, ბევრჯერ. თითქმის ყველას ვესაუბრებოდი კლუბში, პრეზიდენტ ივან სავიდისაც. ეს ხდებოდა გასული წლის იანვარში".

ქეცბაიამ ისიც თქვა, რომ საბერძნეთის ნაკრებზეც იყო საუბარი. ეს ცნობილია, მაშინ სერხიო მარქარიანი დანიშნეს ბერძნებმა.

შეგახსენებთ, ქეცბაიას აპოელი ძალიან ახლოსაა კვიპროსის ჩემპიონობასთან. ორი ტური დარჩა და აპოელი 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ აეკ ლარნაკას. 23 აპრილს ქეცბაიას გუნდი "ომონიას" ესტუმრება, ხოლო ბოლო ტურში სწორედ აეკ ლარნაკას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096323