18 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული პაუზის გამო VI ტურშიც ორი შეხვედრა გაიმართა.
განსაკუთრებული ინტერესი პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლი ორი გუნდის, აფხაზეთის და სპარტაკისდაპირისპირებას ახლდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში გამარჯვება „შავიზღვისპირელებმა“ მოიპოვეს 12-7 და პლეიოფის საგზურიც გაინაღდეს. გარდა გუნდური დაპირისპირებისა, ამ მატჩში ბომბარდირის წოდების მაძიებელთა მიკრო დუელიც გაიმართა - აფხაზეთის შემტევმა მელტონ ახალაიამ მიმდინარე გათამაშების რეკორდი გაიმეორა და ერთ შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო, რითიც საგოლე მონაგარი 20 ბურთამდე აიყვანა და სამი ბურთით გადაუსწრო უშუალო კონკურენტს, სპარტაკის კაპიტანს აბი აჰი ალფონსეს, რომელსაც ამ მატჩი გატანილი 4 გოლის შემდეგ 17 ბურთი დაუგროვდა. რაც შეეხება სპარტაკის საპლეიოფო შანსებს, მათ დარჩენილი ორი შეხვედრიდან ორივეს მოგება მართებთ, რაც ურთულესი მისია, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ისინი მხოლოდ საკუთარ შედეგზე არ იქნებიან დამოკიდებულები.
პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსებს ინარჩუნებს უფლისციხეც, რომელმაც გუშინ ჩემპიონატის აუტსაიდერს, შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის გუნდს სძლია 4-2. ოთხეულში მოსახვედრად, გორელები სპარტაკის მსგავსად მხოლოდ თავიანთ თავზე ვერ იქნებიან დამოკიდებულები, რაც მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის გაგრძელების შანსს უფრო მიზერულს ხდის. ეს ყოველივე კი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ ითამაშებს თბილისი, რომელსაც რეზერვში სამი თამაში აქვს დარჩენილი და ამ მხრივ უპირატესობაც გააჩნია.
რაც შეეხება VI ტურის დარჩენილ ორ დაპირისპირებას, ისინი 9 მაისს გაიმართება. თბილისი„დინამო“ ბათუმთან ითამაშებს, ხოლო თსუ და სტუ-თელასი რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
18.04.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. VI ტური
აფხაზეთი - სპარტაკი 12-7 (4-5)
გოლები: 1:15’ ხარაიშვილი (1-0), 3:02’, ალფონსე (1-1), 4:30’ კირკიტაძე (1-2), 11:46’ ახალაია (2-2), 13:48’ დუ ჟუნიორ (2-3), 16:10’ ოთინაშვილი (3-3), 18:20’ ალფონსე (3-4), 18:52’ ახალაია (4-4), 19:06’ ალფონსე (4-5), 22:44’ სებისკვერაძე (5-5), 25:44’ ღუღუნიშვილი (6-5), 34:46’ ხარაიშვილი (7-5), 36:45’ სებისკვერაძე (8-5), 37:21’ ახალაია (9-5),37:29’ ახალაია (10-5) 38:34’ ღუღუნიშვილი (საკ. კარ) (10-6), 38:49’ ალფონსე (10-7), 39:29’ ახალაია (11-7), 39:43’ ახალაია (12-7)
გაფრთხილება: კვარაცხელია, ტვილდიანი გაძევება: ალფონსე
აფხაზეთი: გელაშვილი, ხარაიშვილი, ღუღუნიშვილი, სებისკვერაძე, ახალაია სათ.: ფიფია, შველიძე, ქეშელაშვილი, ტვილდიანი, ლევან ლეჟავა, კვარაცხელია, ლაშა ლეჟავა, ოთინაშვილი, გედენიძე
სპარტაკი(თბ): ქუთათელაძე, ალფონსე, კურატიშვილი, დუ ჟუნიორ, ბოიომო სათ.: კირკიტაძე, კანდარელი
უფლისციხე - IBSU 4-2 (2-1)
გოლები: 11:43’ ლუკაშვილი (1-0), 12:29’ ადუაშვილი (2-0), 14:23’ მაისურაძე (2-1), 27:57’ სულთანიშვილი (3-1), 34:06’ დევაძე (3-2), 39:59; ბალიაშვილი (4-2)
გაფრთხილება: მჟავანაძე
უფლისციხე:თათანაშვილი, ადუაშვილი, ლუკაშვილი, ბალიაშვილი, კბილაძე სათ.: სულთანიშვილი, ნონიკაშვილი
IBSU: ბუჯიაშვილი, მჟავანაძე, სეფერთელაძე, ლოლუა, მაისურაძე სათ.: კალანდია, ზატუაშვილი, დევაძე, გველესიანი, ბაირამოვი, წურწუმია
საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLERდა ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“,“წყალი მარგებელი“, SPORT City, Apple City
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი „ლელო”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური