ფეხბურთი

12:13 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის მოწოდება: “ბარსელონაზე” ფიქრის დრო არ გვაქვს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თავის ფეხბურთელებს მოუწოდებს “ბარსელონას” წარუმატებელი თამაშის გამო ეიფორიაში არ ჩავარდნენ. როგორც გამოცემა Marca იტყობინება, ფრანგმა სპეციალისტმა ლა ლიგის 33-ე ტურის შემდეგ, რომელშიც “ბარსელონამ” მორიგი მარცხი “ვალენსიასთან” (1:2) განიცადა, პირველივე ვარჯიში აღნიშნულზე საუბრით დაიწყო. ზიდანმა მოთამაშეებს თხოვნით მიმართა, ყურადღება არ მიაქციონ არც მოწინააღმდეგეების შედეგებს და არც პრესისა და გულშემატკივართა შეხედულებებს.

“რეალის” თავკაცი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლისა და ესპანეთში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნების მიუხედავად, ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და შიშობს, ამ სიტუაციამ ფეხბურთელების ყურადღება არ მოადუნოს.

“ბარსელონა”, რომლის აქტივში 76 ქულაა, ლა ლიგაში პირველობას “ატლეტიკოსთან” იყოფს, ხოლო “რეალი” ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109449