ჩოგბურთი

23:43 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ ძირითად ბადეში გააღწია

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის კვალიფიკაციის გავლა მოახერხა და ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

მე-3 ნომრად განთესილმა ცივაძემ კვალიფიკაციის პირველ წრეში დაისვენა, შემდეგ კი, უზბეკ პაველ ცოის (3:6, 6:1, 6:4) და მე-11 რეიტინგის მქონე ბელარუს ივან ლუტარევიჩს (6:4, 6:1) სძლია.

ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი რუს ანტონ გალკინს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ ალექსანდრე მეტრეველს და “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ ალექსეი კედრიუკს შორის უმჯობესზე გავა.

წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და რუსმა მარკოს კალოველონისმა, რომელთაც მე-2 რეიტინგი აქვთ, უკრაინელ გლებ ალექსეენკოს და რუს ანტონ გალკინს 7:6 (8:6), 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

შიმკენტშივე ქალთა 10-ათასიანი ტურნირიც მიმდინარეობს, სადაც ძალებს სოფო ქვაცაბაიაც სცდის. მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა უზბეკ არინა ფოლტსს 6:2, 7:5 მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც რუსულ შერკინებაში (შარიფოვა-კაზიონოვა) უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილებში ქვაცაბაია და გერმანელი ლისა მატვიენკო ბელარუსებთან – მუნთან და საკალუსკაიასთან 1:6, 1:6 დამარცხდნენ.

0.113922