ჩოგბურთი

23:17 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ წყვილთა ტურნირში იმარჯვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) სტარტი წყვილთა მატჩებმა აიღო და საქმეში ქართველი ჩოგბურთელებიც ჩაებნენ.

ოქსანა კალაშნიკოვას და შვედი იოჰანა ლარსონის მე-2 ნომრად განთესილმა დუეტმა თურქულ წყვილს (აკსუ-სეზერი) 6:2, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია.

მე-2 წრეში კალაშნიკოვა და ლარსონი ესპანელ ლაურა პოუს-ტიოს და ჩეხ რენატა ვორაცოვას ეთამაშებიან, რომელთაც ეკატერინე გორგოძეს და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას 6:1, 6:0 მოუგეს.

პირველი რაუნდის შეხვედრა ჯერაც არ ჩაუტარებიათ სოფო შაფათავას და რუს მარინა მელნიკოვას. ისინი ძალებს რუმინელებთან – ელენა ბოგდანთან და კრისტინა დინუსთან ითამაშებენ.

0.118076