“სან ანტონიოს” ერთ-ერთი ლიდერი კავაი ლეონარდი ზედიზედ მეორე წელია რეგულარული სეზონი საუკეთესო მცველი ხდება. აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გამოკითხვაში მეორე ადგილი “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა დრეიმონდ გრინმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი “მაიამის” ცენტრ ჰასან უაიტსაიდს ერგო.
რეგულარულ სეზონში კავაიმ 72 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 21.2 ქულას, 6.9 მოხსნას, 2.6 პასს, 1.8 ჩაჭრას და 1.0 დაფარებას აგროვებდა.