ფეხბურთი

21:42 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტიმოშჩუკი ვაისზე: "საქართველოში აუცილებლად წარმატებას მიაღწევს"

ცნობილი უკრაინელი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი ამჟამად ალმათის "ქაირათში" თამაშობს, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა, შემდეგ რამდენიმე თვით ალექსანდრ ბოროდიუკი, ხოლო ამჟამად - კახა ცხადაძე. ტიმოჩუკმა უკრაინულ პრესასთან ინტერვიუში ვაისზეც ისაუბრა:
"ბოროდიუკი და ვაისი განსხვავდებიან. ვაისი გაცილებით მკაცრია. სლოვაკ მწვრთნელთან დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი, ეს საინტერესო იყო. ახლაც მაქვს კავშირი ვაისთან და მის თანაშემწეებთანაც. ისინი "ქაირათის" ქომაგებად დარჩნენ. მოხარული ვარ, რომ სლოვაკი საქართველოს ნაკრებში დაინიშნა, სადაც აუცილებლად გამოაჩენს თავის სამწვრთნელო კლასს და წარმატებას მიაღწევს".

0.137255