დღეს ნორვეგიაში, ქალაქ სტავანგერში გაიხსნა ტრადიციული გრანდიოზული საერთაშორისო ტურნირი. მასში 10 საერთაშორისო დიდოსტატი მონაწილეობს. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება, რომელიც 30 აპრილს დასრულდება . ტურნირის მონაწილეთა შორის ერთი ცვლილება მოხდა. მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტმა სერგეი კარიაკინმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კარიაკინს ჩინელი მოჭადრაკე ლი ჩაო ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ კარიაკინი მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან შესახვედრად სპეციალური პროგრამით ემზადება, რაც გახდა ამ ტურნირში მონაწილეობაზე მისი უარის მიზეზი.
ტურნირის მონაწილეები:
- მაგნუს კარლსენი ( 2851, ნორვეგია)
- ვლადიმერ კრამნიკი ( 2801, რუსეთი)
- ანიშ გირი ( 2790, ჰოლანდია)
- მაქსიმ ვაშიე- ლაგრავი ( 2788, საფრანგეთი)
- ლევონ არონიანი ( 2784, სომხეთი)
- პაველ ელიანოვი ( 2765, უკრაინა)
- ჰარიკრიშნა ( 2763, ინდოეთი)
- ლი ჩაო ( 2755, ჩინეთი)
- ვესელინ ტოპალოვი ( 2754, ბულგარეთი)
- ნილს გრანდელიუსი (2649, შვედეთი)
პირველი ტურის პარტიები 19 აპრილს გაიმართება.