ფეხბურთი

17:44 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძემ სამუშაო ჯგუფი შეკრიბა (+VIDEO)

18 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მწვრთნელთა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ასაკობრივი ნაკრებების სპორტულმა ხელმძღვანელმა, გია გეგუჩაძემ სხვადასხვა რეგიონის კლუბების მწვრთნელები შეკრიბა.

შეხვედრა სფფ-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და სპორტულ-ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ გახსნეს, რომლებმაც დამსწრეებს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის და სამომავლო გეგმები გააცნეს.

საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების მწვრთნელებმა, ვასილ მაისურაძემ და გიორგი ყიფიანმა დეტალურად გააანალიზეს გასული ელიტ-რაუნდები, შეცდომებზე ისაუბრეს, დადებით მხარეებს შეეხნენ და მოწვეული სტუმრებისგან მოსაზრებები მიიღეს.

შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და მისი მეორე ნახევარი გია გეგუჩაძემ დაიკავა - ასაკობრივი ნაკრებების სპორტულმა ხელმძღვანელმა ყველა ნაკრების მატჩი განიხილა, ტაქტიკურ-ტექნიკური თუ სხვა სახის შეცდომები ახსნა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

ეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იყო და გია გეგუჩაძის თქმით, მსგავსი შეკრებები სისტემატურად გაიმართება.

სფფ-ს პრესსამსახური

0.131246