ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსი” ნბა-ს პლეი-ოფის საწყის მატჩში ოკლაჰომა სიტიში “სანდერთან” 70:108 განადგურდა და თუკი მე-2 შეხვედრის წინ შექმნილ სიტუაციას გავითვალისწინებთ, კარგი დღე არც ხვალ დილას დაგეგმილ თამაშში უნდა დაადგეს.
საქმე ის გახლავთ, რომ ტეხასელებს მატჩზე გასვლა დიდი ალბათობით, სასტარტო ხუთეულის 2 უკანახაზელის გარეშე მოუწევთ. პუერტო-რიკოელი ხოსე ხუან ბარეას ტრავმის შესახებ ადრეც ცნობილი იყო. მას საზარდულის კუნთების მყესები აწუხებს, არც საწყის მატჩში უთამაშია და სავარაუდოა, რომ სერიაში საერთოდ ვერ ვიხილავთ.
სწორედ პირველ საპლეიოფო შეხვედრაში გაიმიზეზა ტრავმა უილიამსმა. დერონს ასევე საზარდული აწუხებს და ამის გამოძახილიც იყო, პირველ ოკლაჰომურ თამაშში 21:41 წუთში მხოლოდ ორ ქულას (9-დან ერთადერთი ზუსტი ტყორცნა) რომ დასჯერდა.
წამყვანი უკანახაზელების გარდა, უილიამსი ხვალინდელ მატჩში ვერც მძიმე ფორვარდ დევიდ ლის ვიხილავთ. ტრავმირებული ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც რიგ შემთხვევებში ფაჩულიასაც კი ცვლის ხოლმე, პირველ მატჩშიც სტატისტის როლში გახლდათ.