კალათბურთი

13:55 | 18.04.2016 | ნანახია NaN - ჯერ

“ბრუკლინ ნეთსი” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „ბრუკლინ ნეთსის“ თავკაცად დაინიშნა.

წუხელ ბრუკლინურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტონი ბრაუნის ადგილს, რომელიც „ნეთსში“ დროებით მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, კენი ატკინსონი დაიკავებს.

ატკინსონი „ატლანტა ჰოუქსის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და ის „ქორების“ თავკაცის, მაიკ ბუდენჰოლცერის ასისტენტი გახლდათ. ატკინსონს ეს პოსტი ბოლო 4 წელია, ეკავა და ატლანტელთა სამწვრთნელო შტაბში ის მიმდინარე პლეი ოფის დასრულებამდეც იმუშავებს, რომლის შემდეგაც ნიუ იორკში გადაინაცვლებს და „ბრუკლინ ნეთსს“ ჩაიბარებს.

48 წლის კენი ატკინსონი საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში 2005-08 წლებში მუშაობდა. ის ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელების – გორდონ ჰერბერტისა და კენ შილდსის ასისტენტი გახლდათ. ამ მწვრთნელებმა კენი ატკინსონის დახმარებით ვერ მოახერხეს საქართველოს ეროვნული ნაკრების „ბ“ დივიზიონიდან „ა“-ში ანაცვლება და 2008 წლიდან საქართველო იგორ კოკოშკოვმა ჩაიბარა.

საქართველოსთან ერთად ატკინსონს სხვა ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის უკრაინის ნაკრებში მაიკ ფრატელოს ასისტენტიც გახლდათ, ხოლო გასულ წელს ფიბა-ამერიკის ჩემპიონატზე დომინიკის რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს თავკაცობდა.

www.gbf.ge


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:18 | 13.04.2022
lagashi (6738)

2006 წელი გაიმეორა ვილიარელმა?..

08:58 | 13.04.2022
KoRBeN DaLLaS (24844)

არადა, ხომ ვამბობდი... ))

08:43 | 13.04.2022
Marco8 (3591)

ნაყომარებია))

02:31 | 13.04.2022
Kobe Bean (21691)

ბოდიშს ვუხდი ვილიარეალს მესის გარეშე დარჩენილ ვალვერდე-სეტიენ-კუმანის ბარსელონას რომ ვადარებდი)))ეჭვიც არ მეპარებოდა რომ თავს არ შეირცხვენდნენ ბავარიასთან მაგრამ თუ გააგდებდნენ ნაღდად არ მეგონა.ბრავო ვილიარეალი და ეს ემერი ახლა ნაღდად უტ..ნავი გახდა)))მეტად დააფასეთ ლა ლიგა.არაერთხელ მითქვამს რომ იმ ფულის ნახევარიც კი რომ მოხმარდეს ესპანეთს რაც ინგლისს ხმარდება ფეხბურთის ზეიმს ვნახავდით

10:49 | 13.04.2022
london (1032)

ჩაწყობილი იყო არაა? მარტო ბარსელონას წაგებები როგორ არის კაცო ჩაწყობილი? ვილიარეალი არის დეგენერატი გუნდი რა ვილიარეალი. აწი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში კი არა საერთოდ ჯგუფშიც ვერ მოხვდებიან კიდე ბევრი წელი. ოთხეულში ბოლოს როდის იყო საერთოდ ვილარეალი

15:24 | 13.04.2022
Kobe Bean (21691)

თვითონ თამაშს არაფერი ეტყობოდა ჩაწყობილის(ანუ მზეობა არავის გაუკეთებია ისეთი რომ აშკარა ყოფილიყო ჩაწყობის ნიშნები,მაგალითად ისეთი რაც ალბამ აკეთა ენფილდზე) და წინასწარ მასე წყნარი თამაში თუ მოილაპარაკეს ეგ აღარ ვიცი)))

02:06 | 13.04.2022
zviadi-shxefi (6306)

კამფეტ

01:42 | 13.04.2022
O. Mertskhali (8101)

)))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063939
სარეკლამო ადგილი - 99
X x X