ბრაზილიაში ხმა გავარდა, ცნობილი ტოპ-მოდელი, გავამოთამაშე და უბრალოდ მრავლისმნახველი ქალბატონი, კამილა მორაისი პოდიუმიდან მიდისო. თქვენ შეიძლება ღიმილიც კი მოგგვაროთ ამ ფაქტმა, რადგან ბრაზილიის სამოდელო ბიზნესში “იგი წავა და სხვა მოვა”, მაგრამ კამილა ბრაზილიაში სულ სხვა გაქანებისა და ცნობადობის მქონე ქალია და მისი “დიდი ავიაციიდან” წასვლა ლამის ეროვნულ ტრაგედიად ფასდება.
კამილა მორაისი თავის დროზე ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების უცნობილესი თილისმა იყო და მასთან კოტრიალზე ისეთი ლეგენდებიც კი ოცნებობდნენ, როგორიც რივალდო და ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო იყვნენ. მათგან ყველაზე მეტად კაფუს გაუმართლა, რომელიც კამილა მორაისს კაი ორი წლის განმავლობაში კენწლიდა და იყო ერთი გნიასი და თვალების ფახული.
ამას გარდა, კამილას სვესა და ბედს, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, იგნასიო ლულასაც უკავშირებდნენ და იმასაც კი იძახდნენ, ლულამ ცოლ-შვილი სწორედ კამილას გამო მიატოვაო. ჰოდა, აბა რა გასაკვირია ასეთი ქალის დიდი სამოდელო ბიზნესიდან წასვლას ასეთი ამბავი თუ მოჰყვებოდა...