ფეხბურთი

11:16 | 18.04.2016 | ნანახია 1524 - ჯერ

გოგა გახოკიძე – მოსალოდნელ ტრანსფერებსა და აკაკი დევაძეზე

ჯერ კიდევ ნოემბერში გავრცელდა ხმები, რომ არნემის “ვიტესი” საბურთალოელი გიორგი ხარაიშვილით იყო დაინტერესებული. ბოლო პერიოდში კი თბილისის “დინამოს” ფორვარდ გიორგი ქვილითაიაზეც საუბრობენ. ხარაიშვილიც და ქვილითაიაც არა მხოლოდ “ვიტესს”, არამედ სხვა გუნდებსაც აინტერესებთ.

ამ თემაზე Worldsport.ge გოგა გახოკიძეს ესაუბრა. გახოკიძე, როგორც იცით, “ვიტესის” წარმომადგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

გახოკიძემ გულახდილად ისაუბრა როგორც ქართული კლუბების დამოკიდებულებაზე ფეხბურთელების მიმართ, ასევე აკაკი დევაძის საკითხზეც. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე შეუძლოდაა, ღვიძლის გადანერგვა სჭირდება თურქეთში და საჭირო თანხა (105 000 დოლარი) ჯერ კიდევ არ შეგროვებულა.

- ხარაიშვილის მოსალოდნელი ტრანსფერით დავიწყოთ. რა ფაზაშია მოლაპარაკებები?

- ვმუშაობთ და ვნახოთ. შესაძლოა, “ვიტესის” წარმომადგენლები ჩამოვიდნენ რომელიმე მატჩზე. კონკრეტულად რომელ თამაშზე ჩამოვლენ, ჯერ არ ვიცი. დაგვიკავშირდებიან.

- ჰოლანდიურ და ბელგიურ პრესაში ეწერა, ხარაიშვილით სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნიო - პსვ, “ბრიუგე”, “ანდერლეხტი”.

- ასეა, ბელგიაში აგენტებს ვიცნობ და ასევე, ჰოლანდიაშიც. მქონდა პსვ-სთან საუბარი, თუმცა პსვ დიდი კლუბია და გაცილებით რეალურია “ვიტესის” ვარიანტი.

- გიორგი ქვილითაიაზეც ყოფილა საუბარი: “ვიტესს” ვგულისხმობთ.

- სხვა გუნდებიცაა. ქვილითაიას “დინამოსთან” კონტრაქტი აქვს 1+1, ანუ გაისად ზაფხულში უმთავრდება. შარშან ზაფხულს “დინამოს” ქვილითაია მივუყვანეთ. “დიორიდან” პირდაპირ “დინამოში” მიიყვანა ჩემმა მეგობარმა მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ, რომელმაც ბევრი იშრომა, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიეღო ფეხბურთელს და დინამოელებს საქმე გავუადვილეთ. თეთრი არ გვაქვს აღებული ქვილითაიაში. გიორგის ხელფასიც არ აქვს “დინამოში” ისეთი, როგორიც მის დონეს შეესაბამება. იმედია, ”დინამო” გაგებით მოეკიდება და ფეხბურთელს ხელს არ შეუშლის, თუ კონკრეტული წინადადება გამოჩნდება.

- ანუ, ”დინამომ” კატეგორიული უარი თქვა ქვილითაიას გაყიდვაზე თუ დიდი თანხა მოითხოვა?

- ევროტურნირებზე სურთ დაიტოვონ და ეს აბსოლუტურად გასაგებიცაა. ამაზე არც გვაქვს საუბარი. შეგვეძლო, რომ ქვილითაია სხვა კლუბში მიგვეყვანა, თუნდაც “ტორპედოში”. უბრალოდ, ‘დინამოს” პატივი ვეცით. გია გეგუჩაძეს დიდად ვაფასებ, ქვილითაიას ვუთხარი მის ხელში უფრო გაიზრდები და წინსვლა გექნება-მეთქი. ასეც მოხდა. და როცა ადამიანი კარგს გიკეთებს და ფეხბურთელი მოჰყავს, შენც პატივისცემით უნდა გადაუხადო. იმედია,”დინამო” რეალობასთან მიახლოებულ ფასს მოითხოვს.

- ხარაიშვილში რამდენს ითხოვს “საბურთალო”?

- საერთო ჯამში, სხვადასხვა პუნქტებს თუ შევაჯამებთ, დიდი თანხა გამოდის და შესაძლოა, “ვიტესი” დაფიქრდეს. როცა ფეხბურთელს ჰოლანდიის ვარიანტი აქვს, ვფიქრობ, ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ. ეს ხომ ფეხბურთელის კარიერისთვისაა კარგი.

- საერთოდ, ხშირად გაქვთ ასეთი შემთხვევები საქართველოში?

- ქართული კლუბების ბევრ ხელმძღვანელთან მქონია საქმე. ჩემი ხედვით, “ლოკომოტივის” პრეზიდენტი ლექსო თოფურია არის გამორჩეული და ალბათ ერთადერთი ხელმძღვანელი ქართულ კლუბებში, რომელიც სატრანსფერო საკითხებში ყველანაირად ცდილობს, რომ ფეხბურთელის ინტერესებიდან გამოვიდეს. შესაძლოა, ბევრი დათმოს, მაგრამ ფეხბურთელისთვის საუკეთესოს გააკეთებს. არაერთხელ გამიგია მისი ასეთი კარგი ქმედება. “ოღონდ ჩემს კლუბში ფული შემოვიდეს და ფეხბურთელის ბედი არ მაინტერესებს” – ეს არასწორი მიდგომაა. ეს საქართველოს ჩემპიონატია და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უცხოეთის ნორმალურ კლუბებს გავეჯიბროთ ტრანსფერებში. აქვს ფეხბურთელს კარიერის აწყობის შანსი? ნუ შეუშლი ხელს, ცოტა დათმე. გიორგი არაბიძეზე გეტყვით: შარშან “ლოკომოტივს” არა მხოლოდ “შახტარმა”, ვარშავის “ლეგიამაც” მიმართა წინადადებით. “ლეგიას” სპორტული დირექტორი მე დამიკავშირდა, რათა მომეგვარებინა ეს საქმე. რა თქმა უნდა, “შახტარის” ვარიანტი უფრო სარფიანი იყო, მაგრამ ლექსო თოფურიამ არაბიძეს და მის მშობლებს ჰკითხა აზრი. და როცა მათაც “შახტარი” არჩიეს, ამის შემდეგ დათანხმდა. ეს არის პატივისცემა.

- აკაკი დევაძის საკითხზეც. ვიცით, რომ დიდ აქტიურობას იჩენთ და საკმაო თანხა დადეთ, თუმცა საჭირო თანხა კიდევ ვერ შეგროვდა... რა მდგომარეობაა დღეს?

- თავიდან რამდენიმე ფეხბურთელს გვებარა თანხის აგროვება. ჯერ კიდევ მიდის პროცესი, მაგრამ ვფიქრობ, მეტი თანადგომა უნდა იყოს ასეთ დროს. მე უფრო მეტ თანადგომას ველოდი ზოგიერთებისგან. ეს ის შემთხვევაა, როცა ქართული საფეხბურთო სამყარო უნდა გაერთიანდეს, მთელი გული უნდა ჩაიდოს ამ ყვეკლაფერში. სამწუხაროდ, ეს ის თემა არაა, როცა ვინმე თავს უნდა იწონებდეს ფულის დადებით. ეს ვალდებულებაა, ადამიანი შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს. სამწუხაროდ, ზოგიერთმა წაუყრუა ამ თემას. სიცოცხლეზეა საუბარი და ვალდებული ხარ, რომ დაეხმარო. ასეთი შემთხვევები ყოველდღე ხომ არ ხდება, იშვიათობაა და სირცხვილია, რომ 105 000 დოლარი დღემდე ვერ შეგროვდა. საქველმოქმედო თამაშიც იყო. კარგია ეს, მაგრამ აქამდე არ უნდა მიდიოდეს საქმე. ადამიანი ხელიდან გვეცლება და ერთ-ორ ლარს ვინ გადმორიცხავს, მაგას უნდა ველოდოთ? საბედნიეროდ, ფეხბურთელების 80 პროცენტზე მეტი გვერდში დაუდგა დევაძეს.

- ვიცით, რომ ვეტერანი ფეხბურთელების უმეტესობამ, ნაკრებში დევაძის ყოფილმა თანაგუნდელებმა დადეთ თანხა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომაც გაიღო, ასევე სხვა ორგანიზაციებმა. კიდევ ვის დარჩა დასადები?

- უმაღლესი ლიგის გუნდებმა 5000-5000 ლარი დადეს, პირველლიგელებს კი 1500-1500 აქვთ დასადები და შეგროვდება კიდეც. მერე კი მკურნალობა დაიწყება თურქეთში. დევაძეს იქ თვენახევარი მოუწევს ყოფნა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:01 | 01.11.2020
johnsilver (1157)

ისე ფაქტია, რომ მისი ტრავმის მართვა თავიდან არასწორად დაიწყო - 1 წელზე მეტი გავიდა და ჯერ ოპერაცია დაგვიანდა, მერე რეაბილიტაცია არასაკმარისი გამოდგა... ისე აზარსაც იგივე მოუვიდა და რეალმა დიდი დრო მისცა, მეორედ თუ მესამედ რომ დაიმტვრა - მიხვდნენ, რომ ნაჩქარევი არაფერი ვარგა.
იმედია, მოირჩენს მალე - ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას დიდი მონდომება ახასიათებს და ამის ხარჯზე უნდა დაუბრუნდეს მოედანს. ოღონდ არანაირი ნაჩქარევი თამაში. 100%-ით უნდა გამოჯანმრთელდეს, ისე აზრი არ ექნება.

10:30 | 01.11.2020
ben10 (575)

თუ საშუალებას მისცემენ მგონი ჯობია ცოტა ხნით კიდე დაასვენოს ეგ მუხლი ეს 2 კვირაც რომ გავა.
ფაქტია მაკედონიამდე რომც მორჩეს ფორმაში არ იქნება და თუ ევროპაზე გავედით იქ ჯანმრთელი ჩაკვეტაძე დაჭირდება გუნდს!!!

21:21 | 31.10.2020
dinamo222 (8587)

მგონი ქრონიკული ტრავმა აკიდეს იმ ნაბო...ბმა @@

21:02 | 31.10.2020
ilia_juventus (2091)

21-ე საუკუნეა, ეს არაფერია. 2 კვირაში ხოდზე იქნება , გიო შენთან ვართ

20:55 | 31.10.2020
Mateus (: (356)

ჩაკვეტაძის ძალიან მეიმედება. რთული პერიოდი უდგას, თუმცა უფრო ძლიერი დაბრუნდება. პრობლემა სუსტებს ანადგურებს, ძლიერებს კი ხასიათს უწრთობს. გიორგის ეტყობა ხასიათი.

17:25 | 31.10.2020
ben10 (575)

ფეხბურთელები აქ დადებულ კომენტარებს კითხულობენ და ცოტა ლაკონურად უნდა ვწეროთ ხალხო...
რა დროს დამთავრებაა, კიდე ბევრჯერ გაგვახარება!!!

18:35 | 31.10.2020
maradona73@bianko-nero (645)

მართალი ხარ, წარმატებები ჩაკვეს.

17:14 | 31.10.2020
Rens7114 (60)

ამის ფეხბურთი დამთავრებულია აწი, კვარა გამოჩნდა ამის მაგივრად კიდევ კაი

22:57 | 31.10.2020
welder (1068)

რა გენაღვლება არა? ჩაკვეტაძე მალე დადგება ფეხზე და ისევ დატენის მოწინააგმდეგე მეკარეების კარებს ბურთებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068639
1524