ფეხბურთი

10:32 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი 500-ჯერ...

ლიონელ მესიმ კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. საიუბილე ბურთის შეგდება არგენტინელმა ვარსკვლავმა ლა ლიგის გუშინდელ მატჩში “ვალენსიასთან” მოახერხა. მიუხედავად მისი გოლისა, “ბლაუგრანა” “ღამურებთან” მაინც დამარცხდა (1:2) და ლა ლიგაში მდგომარეობა გაირთულა.

მესის ხსენებული 500 გოლიდან 450 “ბარსელონას” შემადგენლობაში გაუტანია 525 თამაშში, ხოლო 50 გოლი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში (107 მატჩში). აღსანიშნავია, რომ 28 წლის შემტევს აქამდე ჰეთ-თრიქი 38-ჯერ აქვს შესრულებული.

მესიმ “ბარსას” რიგებში სადებიუტო გოლი 2005 წელს, “ალბასეტეს” გაუტანა, ხოლო “აბისელესტეს” რიგებში თავი პირველად 2006 წელს, ხორვატიასთან” მატჩში გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვების კიდევ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს 500 გოლიანი ზღვარი უკვე გადალახული აქვს, მის ანგარიშზე 539 გოლია.

აქვე საინტერესო იქნება, ვნახოთ თუ რომელ ტურნირზე რამდენი გოლია “ბარსელონას” 10 ნომრის ანგარიშზე:

“ბარსელონა”

ესპანეთის ჩემპიონატი – 343 თამაში, 309 გოლი

ჩემპიონთა ლიგა – 105 თამაში, 83 გოლი

ესპანეთის თასი – 53 თამაში, 39 გოლი

ესპანეთის სუპერთასი – 13 თამაში, 11 გოლი

ევროპის სუპერთასი – 4 თამაში, 3 გოლი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 5 თამაში, 5 გოლი

არგენტინის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – 15 თამაში, 5 გოლი

კოპა ამერიკა – 16 თამაში, 3 გოლი

მსოფლიოს შესარჩევი ეტაპი – 34 თამაში, 15 გოლი

ამხანაგური მატჩი – 32 თამაში, 27 გოლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115647