ჩოგბურთი

1:05 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი სავანას ჩელენჯერზე მე-5 ნომრად განთესეს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში რჩება და მომავალ კვირაში ჯორჯიულ სავანაში დაწყებულ ჩელენჯერში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.

ბასილაშვილი მე-5 ნომრადაა განთესილი, მისი პირველი მეტოქე კი კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება.

წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და ვენესუელელი ლუის დავიდ მარტინესი პირველი განთესვის მქონე ამერიკელ დენის ნოვიკოვს და ჩილელ ხულიო პერალტას ეთამაშებიან.

0.104686