კალათბურთი

0:02 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის უქულო მატჩი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორა” მალაგას “უნიკახას” ესტუმრა და 71:82 წააგო.

ქართველი ცენტრი ანდორელთა სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, 17:32 წუთში უქულოდ დარჩა. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი ააცილა, აქტივში კი 5 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ათქულიან ზღვარს შრეინერი (12), ჯოუნსი (11), ჰოლტი (12), სტოიანოვსკი (12) და ბოგდანოვიჩი (14) ასცდნენ, მასპინძლებს კი 14-14 ქულით ნედოვიჩმა და კუზმინსკასმა ულიდერეს.

“მორაბანკ ანდორას” 11 მოგება და 17 მარცხი მოუგროვდა და 18-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 24 აპრილს, კვლავ სტუმრად, “გრან კანარიას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.114182