ფეხბურთი

18:57 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

25-ე ტური: “სამტრედიამ” თამაში სასწაულად მოატრიალა

25-ე ტურიც დასრულდა. დღეს ხუთი მატჩი გაიმართა და გამოსარჩევია “სამტრედიას” გამარჯვება “ცხინვალთან” – 2:1. შედეგში მოულოდნელი არაფერია, რომ არა თამაშის მიმდინარეობა. 76-ე წუთზე სამტრდიელები 10 კაცით დარჩნენ და მალევე გოლიც გაუშვეს, მაგრამ დარჩენილ წუთებში ირაკლი სიხარულიძემ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს. გია ცეცაძის გუნდი მეორე ადგილზე დარჩა.

“საბურთალომ” 5:0 მოიგო ფოთის “კოლხეთთან”. პაბლო ფრანკოს გაწვრთნილებს პრობლემა არ შექმნიათ, მეტოქეს თავიდანვე გაუტანეს, მეორე ნახვარში კი ოთხი დაუმატეს.

გორის “დილამ” ქობულეთში “შუქურასთან 0:1 წააგო და მესამეზე დარჩა, თუმცა სიფრთხილე მართებს, რომ ეს პოზიციაც არ დაკარგოს.

ლანჩხუთის “გურიამ” ზედიზდ მეორედ იმარჯვა, ამჯერად ქუთაისის “ტორპედოს” სძლია – 3:2. “გურია” “ლოკომოტივს” დაეწია და ქვედა სამეულს საკმაოდ ასცდა, 5-ქულიანი ჰანდიკაპით.

ზესტაფონში “საპოვნელა”-“ზუგდიდი” 2:2 დასრულდა. ეს შედეგი არცერთ გუნდს არ აძლევდა ხელს. ორივენი ბოლოზე და ბოლოსწინაზე დარჩნენ. თუმცა გადარჩენის შანსიც ორივეს აქვს.

საბურთალო (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 გოშთელიანი (2), 2:0 ფანცულაია (52), 3:0 ხარაიშვილი (77 პენ), 4:0 ცაწკრიალაშვილი (84), 5:0 გოშთელიანი (85)

სამტრედია – ცხინვალი 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 გაბრიჩიძე (78), 1:1 სიხარულიძე (85), 2:1 ზივზივაძე (90+2)

გაძევება: სანდოხაძე (76, სამტრედია)

შუქურა (ქობულეთი) –დილა (გორი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ელგუჯა ლობჯანიძე (79)

გურია (ლანჩხუთი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:2 (1:1)

1:0 მოროზენკო (20), 1:1 კაპანაძე (28), 1:2 ადამაძე (61), 2:2 მოროზენკო (66), 3:2 სმოლი (70)

საპოვნელა (თერჯოლა) – ზუგდიდი 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 წურწუმია (34), 1:1, 2:1 ბუხაიძე (44, 45), 2:2 წურწუმია (67)

0.114992