იტალიურმა “იუვეკასერტამ” ქართველი კალათბურთელი ნიკა მეტრეველი დაითხოვა. ამ ინფორმაციას Eurobasket.com ავრცელებს.
ქართველი ფორვარდი იტალიურ სერია ა-ში მოთამაშე კლუბში მიმდინარე სეზონში გადავიდა, თუმცა, იქ ფეხი ვერ მოიკიდა. მეტრეველმა “იუვეკასერტაში” 3 შეხვედრა ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 3.0 ქულა და 3.3 მოხსნა იყო.
მანამდე, ნიკა “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოში” თამაშობდა, სადაც 14 შეხვედრაში საშუალოდ 4.1 ქულას და 3.34 მოხსნაას აგროვებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია