თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ 10-ათასიან ტურნირზე ტიტულების მოპოვებამდე ცოტა დააკლდა ანა შანიძეს. ქართველი ჩოგბურთელი ერთეულებში ნახევარფინალში დამარცხდა, წყვილებში კი – ფინალში.
შანიძემ ერთეულებში თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითად ბადეში მოპოვებული 3 გამარჯვების შემდეგ კი, ნახევარფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ ტინა ტერანისთან 1:6, 1:6 წააგო.
წყვილთა შეჯიბრის გადამწყვეტ მატჩში შანიძე და რუსი ანასტასია გასანოვა მე-2 ნომრად განთესილ ბრიტანულ დუეტთან (არბუტნოტი-დარტი) 1:6, 0:6 დამარცხდნენ.