თამაშგარე

11:20 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბატისტუტამ ოცნება აისრულა

ლეგენდარულ არგენტინელ მეგოლეს, გაბრიელ ომარ ბატისტუტას, ჯერ კიდევ გაგანია საფეხბურთო კარიერის დროს არაერთხელ უთქვამს, რომ გემრიელად კვება მისი ჰობია და ყოველთვის ძალიან წუხდა, რომ ფეხბურთელის ცხოვრების რეჟიმი და მუდმივი სპორტული დიეტა ამ სიამოვნებას აკლებდა.

ახლა, როდესაც საფეხბურთო კარიერა უკვე წარსულის ლამაზ მოგონებად დარჩა, ბატისტუტამ დიდი ხნის ოცნება აისრულა და ბუენოს აირესის ცენტრში მაღალი დონის იტალიური რესტორანი გახსნა. რესტორნის მენეჯერი გაბრიელის მეუღლე, ირინა იქნება, თავად ფეხბურთელი კი დარწმუნებულია, რომ მისი ეს ბიზნესი აუცილებლად გაამართლებს.

რაც შეეხება კერძებს, ბატისტუტა ამბობს, რომ რესტორნის მენიუ მთლიანად მის გემოვნებაზეა მორგებული და იქ კლასიკური იტალიური კერძების გარდა სხვა ქვეყნების სამზარეულოც იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, დიდ არგენტინელ თავდამსხმელს ალბათ არ ეცოდინება ქართული სამზარეულოს გენიალურობა, თორემ არაფერი აჯობებდა იმის ნახვას, არგენტინელები ხინკალსა და ხაჭაპურს როგორ მადიანად იღმურძლებიან.

0.138339