ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე “ოკლაჰომასთან” 108:70(VIDEO) განადგურდა. ზაზა სასტარტოში არ იმყოფებოდა, ქართველი ცენტრის მაგივრად მწვრთნელმა ტუნისელი სალაჰ მეჯრი დააყენა, რომელმაც მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდო. ზაზამ პარკეტზე 20 წუთი დაჰქო, ამ დროში გუნდს 5 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. ფაჩლიამ 6-დან ერთი ორქულიაი და 4-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
“დალასში” ერთადერთი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი გახლდათ, რომელმაც თავისი ქულათა მარაგი ორნიშნულიანი გახადა (18 ქულა). დირკის შემდეგ ყველაზე მეტი 8 ქულა დევიდ პოუველმა ჩააგდო. “ოკლაჰომაში” 24 ქულით და 11 პასით რასელ უესტბრუკი გამოირჩა, დურანტმა მეტოქეს 23 ქულა ჩაუგდო.
სერიის მეორე შეხვედრა ისევ ოკლაჰომაში 19 აპრილს გაიმართება.