იტალიის სერია A-ს XXXIII ტურმა შეიძლება ითქვას, სკუდეტოს მფლობეის ვინაობა საბოლოოდ გაარკვია. მართალია, ტურინის “იუვენტუსი” ამ ტურის მატჩს კვირას ჩაატარებს, მაგრამ მანამდე მისი ერთადერთი კონკურენტი “ნაპოლი” დამარცხდა.
მაურიცო სარის გუნდი გონსალო იგუაინის გარეშე “ინტერს” ეწვია და შინ ხელმოცარული დაბრუნდა. ახლა ნეაპოლელები “იუვეს” 6 ქულით ჩამორჩებიან ისევ, მაგრამ ტურინულ გრანდს ერთი თამაში მარაგში აქვს. მოკლედ, “ბიანკონერის” შეუძლია, “აძურის” 9 ქულით გაასწროს ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე – დასკვნები თქვენთვის მოგვინდია.
ახლა, იგუაინისა და კომპანიის მთავარი საზრუნავი არა სკუდეტო, არამედ უფრო მეორე ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს, რადგან თუ კვირას “რომა” მოიგებს, მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იქნება და ორი კვირის მერე ერთმანეთს ეთამაშებიან.... რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს, მისი ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა: ჯერ გარი მედელის ჩინებული პასით მაურო იკარდიმ გაიტანა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ არგენტინელი ფორვარდი მცველებზე უფრო ახლოს იყო კართან და შესაბამისად, ლაინსმენს რეაგირება მართებდა. ეს მე-4 წუთზე მოხდა, ზედ ტაიმის ბოლოს კი ბროჟოვიჩმა გაიტანა. ხორვატს ასისტენტობა თავის მხრივ იკარდიმ გაუწია. მოკლედ, “ნაპოლის” ოცნება სკუდეტოს შესახებ ფაქტობრივად დასრულებულია, ხოლო “ინტერს” მესამე ადგილზე დაკვიდრების მცირე, მაგრამ იმედი ჩაესახა და დაველოდოთ...
სანამ ტურის ცენტრალური მატჩი იქნებოდა, მანამდე ოქროს გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტმა “კარპიმ”, რომელმაც შინ “ჯენოას” 4:1 ადვილად მოუგო. არადა ამ შეხვედრაში ანგარიში ლიგურიელებმა გახსნეს, თუმცა რად გინდა... “კარპიმ” გასავარდნ ზონას როგორც იქნა, თავი დააღწია. ტური კი ბოლონიაში დაიწყო, სადაც “ტორინომ” მსაჯის კომპესირებულ დროში ანდრეა ბელოტის ზუსტი პენალტით იმარჯვა.
“ბოლონია” – “ტორინო” 0:1 (0:0)
ბოლონია, “რენატო დალ არა”
მაყურებელი: 19 000
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ოიკონომუ, როსეტინი, მაიეტა, კონსტანტი (მაზინა 60); ტაიდერი (ბრიგი 81), დიავარა, ბრიენცა; ჯაკერინი, ფლოკარი, რიცო (ძუნიგა 46)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ობი (ფარნერუდი 80), ბაზელი, ვივესი (გაცი 70), მოლინარო; მარტინესი, ბელოტი
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლი: 0:1 ბელოტი (90, პენ)
გაფრთხილება: როსეტინი (13), ბრიენცა (28), მაზინა (82), მირანტე (90) – ბოვო (41)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 5 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: როსარიო აბისო
“კარპი” – “ჯენოა” 4:1 (2:1)
მოდენა, “ბრალია”
მაყურებელი: 9 000
“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; პოლი, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; პაშიუტი, ბიანკო, კოფიე (კრიმი 79), დი გაუდიო (საბელი 61); ლოლო (ლასანია 52); მბაკოგუ
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
“ჯენოა” (3-5-2): ლამანა; იცო, დე მაიო, მარკეზე (დიეგო კაპელი 77); ანსალდი, დზემაილი, ტაკჩიდისი, რიგონი (ფიამოცი 46), ლაქსალტი; პავოლეტი, ჩერჩი (ლაზოვიჩი 46)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 0:1 პავოლეტი (34), 1:1 დი გაუდიო (45), 2:1 ლოლო (45), 3:1 პაშიუტი (49), 4:1 საბელი (86)
გაფრთხილება: გალიოლო (22), ლოლო (42), პოლი (53), მბაკოგუ (68) – იცო (25, 45)
გაძევება: იცო (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (10) – 7 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ინტერი” – “ნაპოლი” 2:0 (2:0) (მიმოხილვა)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მაყურებელი: 59 310
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; კონდოგბია (ბიაბიანი 68), მედელი, ბროჟოვიჩი; იოვეტიჩი (ფელიპე მელო 77), იკარდი (პალასიო 88), პერიშიჩი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი (გულამი 50); ალანი, ჟორჟინიო (ელ კადური 73), ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, ინსინიე (მერტენსი 51)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 იკარდი (4), 2:0 ბროჟოვიჩი (44)
გაფრთხილება: ნაგატომო (14), მურილო (33), პერიშიჩი (42), კონდოგბია (61) – ჟორჟინიო (22), ალბიოლი (55), მერტენსი (73)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 7 (2) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ჯანლუკა როკი